saqarTvelos uReltexilebi - Sarivcekis uReltexili
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტში |
სიმაღლე | 3434 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
სინონიმი: მაჩხაფარის უღელტეხილი.
ყინულოვანი უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის ზესხოს სათავეში. სიმაღლე 3434 მ. შარივცეკის უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. აკავშირებს მდინარეების ყარასუსა (ჩერეკის მდგენელი) და ცხენისწყლის ხეობებს.